ტოჩინოშინს მსაჯებმა წააგებინეს (ვიდეო)

ნაცუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღე სკანდალური გამოდგა.

ქართველი ტოჩინოშინისა და ბაშოს ლიდერის, აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირა ასანოიამას დაპირისპირებაში, მსაჯების მიკერძოებული გადაწყვეტილებით, დამარცხებულად ლევან გორგაძე გამოცხადდა, რასაც არა მხოლოდ გულშემატკივრების, არამედ კომენტატორების აღშფოთებაც მოჰყვა.

დღევანდელი გამარჯვებით, ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულს დაიბრუნებდა, თუმცა მსაჯებმა, რამდენიმე წუთიანი ბჭობის შემდეგ, გადაწყვეტილება იაპონელის სასარგებლოდ გამოიტანეს.

ამრიგად, ლევან გორგაძეს ბალანსი 9:4-ზე გაუხდა. ხვალ ის იოკოძუნა კაკარიუს დაუპირისპრიდება, რომელთანaც 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მხოლოდ სამი მოგებული.

დარჩენილი ორი შერკინებიდან, ლევანმა ერთი უნდა მოიგოს, რათა ოძეკის ტიტულის დაბრუნება შეძლოს.

  • 169
  •  
  •  
  •  
  •