ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის მასტერსზე ცონგას დაუპირისპირდება

ლიონის 250-იან მასტერსზე,  დღეს, ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგ ჟო ვიტრფრიდ ცონგას დაუპირისპრიდება.

ბასილაშვილმა პირველი შეხვედრა ფრანგ ტრისტან ლამაზინთან გამართა და ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით – 7:5, 7:5 მოიგო.

ცონგა მსოფლიო კვალიფიკაციაში 85-ე პოზიციას იკავებს, ქართველ ჩოგბურთელს კი 1925 ქულით მე-18 ადგილი უკავია.

შეხვედრა, თბილისის დროით, 17:00 საათზეა ჩანიშნული.

  • 45
  •  
  •  
  •  
  •