აზერბაიჯანელებმა, დავით გარეჯიდან ჩიჩხიტურის მიმართულებით, გზის გაყვანა დაიწყეს (ვიდეო)

აზერბაიჯანელებმა, დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის მიმართულებით, გზის გაყვანა დაიწყეს.

გზის სამშენებლო სამუშაოების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში ადგილობრივი ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს.

“ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ. ეს ყველაფერი იმის ფონზე როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ უბრალოდ ასვლის უფლებასაცკი, მიმდინერე მოლაპარაკებების გამო.მივმართავ მათ ვისაც ხელეწიფება ამ ინფორმაციაზე წვდომა, გაგვაგებინეთ რა ხდება!!! რა გზას აშენებს სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანი?”, – წერს ანანიაშვილი.

Posted by Zviadi Ananiashvili on ხუთშაბათი, 23 მაისი, 2019

  • 7
  •  
  •  
  •  
  •