ოძეკის ტიტულის დაბრუნება გადაიდო

ლევან გორგაძე, ნაცუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს, მე-4 მაეგაშირა აბისთან დამარცხდა და ოძეკის ტიტულის დაბრუნებას კვლავ 1 მოგება აშორებს.

შეხვედრის სტარტზევე, ლევანმა პოზიცია ვერ შეიმაგრა, აბიმ კი მას ხელი კრა და დოჰიოდან გადააგდო.

დღევანდელი მარცხის შემდეგ, ტოჩინოშინს ბალანსი 9:2-ზე გაუხდა.

აბი და ტოჩინოშინი აქამდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა შეხვედრა ლევან გორგაძემ მოიგო.

  • 26
  •  
  •  
  •  
  •