ტოჩინოშინს, ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე, 1 მოგება აშორებს

გაზაფხულის სუპერტურნირი, ნაცუ ბაშო იღბლიანი გამოდგა ქართველი გოლიათისთვის, ლევან გორგაძისთვის.

ტურნირის მე-10 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა კომოსუბი მიტოკეუმის იოლად სძლია, ის იორკირით გაიყვანა დოჰიოდან და მეცხრე გამარჯვება მიითვალა.

ოძეკის ტიტულის დაბრუნებას ქართველ ფალავანს მხოლოდ ერთი მოგება აშორებს, თუმცა მხოლოდ ოძეკის ტიტულში არაა საქმე. ლევან გორგაძე ტურნირის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია.

ხვალ, ტოჩი მეოთხე მაეგაშირა აბის დაუპირისპირდება, რომელიც ყველა შეხვედრაში დამარცხებული ჰყავს.

  • 33
  •  
  •  
  •  
  •