თამთა გოდუაძე: ვწუხვარ, რომ 5 ადამიანის გამო, ჩემი ერის მართლება მომიწევს კვიპროსელებთან და ბერძნებთან

ქართულმა ჟიურიმ "ევროვიზიაზე" თამთა გოდუაძეს 6 ქულა დაუწერა

ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, “ევროვიზიის” 2019 წლის კონკურსზე ქართული ჟიურის მიერ დაწერილ ქულას დღეს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც მომღერალი ამბობს, მას 5 თუ 10 ადამიანის გადაწყვეტილების გამო, კვიპროსელებთან და ბერძნებთან თავის მართლება მოუწევს.

“ჩემო კარგებო, მინდა უღრმესი მადლობა მოგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მინდა იცოდეთ, რომ ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია, რომ ჩემს გვერდით დადგებოდით! უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის.  არ გაქვთ პირადად ჩემთან საბოდიშო არაფერი. ვწუხვარ, რომ ხუთმა, ათმა (თუ რამდენიც იყვნენ),  თავი გაგიხადათ საბოდიშო ჩემთან და ვწუხვარ მე ყველაზე მეტად იმაზე, რომ მომიწევს ამ 5/10 ადამიანის გამო ჩემი ქვეყნის და ერის მართლება ძირითადად ბერძნებთან, კვიპროსელებთან (და არა მხოლოდ მე). მე ამასაც კარგად მოვახერხებ, თქვენ არ ინერვიულოთ! გიყვარდეთ ერთმანეთი”, – წერს თამთა გოდუაძე.

ევროვიზიის ქართულმა ჟიურიმ თამთა გოდუაძეს, რომელიც კონკურსზე კვიპროსს წარმოადგენდა, 6 ქულა დაუწერა, 7 – დანიას, 8 – ჰოლანდიას, 10 – აზერბაიჯანს, უმაღლესი შეფასება კი ჩეხ კონკურსანტს მისცა.

  • 336
  •  
  •  
  •  
  •