“ევროვიზიის” ქართულმა ჟიურიმ თამთა გოდუაძეს 6 ქულა დაუწერა, აზერბაიჯანს – 10

რუსეთის წარმომადგენელმა, ამჯერად, საქართველოდან ქულაც ვერ მიიღო

“ევროვიზიის” ქართულმა ჟიურიმ, რამდენიმე წუთის წინ, საკუთარი ქულები გამოაცხადა.

გასული წლისგან განსხვავებით, სადაც რუსეთის მონაწილეს ქართველმა შემფასებლებმა მაქსიმალური შეფასება არგუნეს, წელს მათ წარმომადგენელს ქულაც არ ერგო.

თუმცა, საინტერესოა, რომ კვიპროსის სახელით მონაწილე ქართველს, თამთა გოდუაძეს საქართველომ მხოლოდ 6 ქულა მიაკუთვნა, მეზობელ აზერბაიჯანს კი – 10. ქულათა მაქსიმუმი ჩეხმა კონკურსანტმა მიიღო.

ქართული ჟიურის ქულები ასე გადანაწილდა:

ჩეხეთი – 12

აზერბაიჯანი – 10

ჰოლანდია – 8

დანია – 7

კვიპროსი – 6

საფრანგეთი – 5

სლოვენია – 4

შვეიცარია – 3

შვედეთი – 2

ინგლისი – 1

ევროვიზიის 2019 წლის კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი ცოტა ხანში გახდება.

  • 656
  •  
  •  
  •  
  •