შვიდიდან შვიდი – ტიჩინოშინი ოძეკის ტიტულის დაბრუნებასთან ახლოსაა

გაზაფხულის სუპერტურნირის მეშვიდე საშეჯიბრო დღეს კვლავ დაუმარცხებელია ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე.

სეკივაკე ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა კოტოშოგიკუს სძლია და ბალანსი 7:0-ზე აქვს.

მასთან, ტოჩის 24 შეხვედრა ჰქონდა წაგებული და მხოლოდ ცხრა მოგებული, დღევანდელი გამარჯვებით სხვაობა ერთით შეამცირა.

ხვალ ლევანი მე-2 მაეგაშირა ენდოს ხვდება. იმისთვის, რომ ოძეკის ტიტული დაიბრუნოს, ნაცუ ბაშოზე, დარჩენილი რვა დაპირისპირებიდან, გორგაძემ 3 უნდა მოიგოს.

ამ დროისთვის, ის ტურნირის ლიდერია. მას ფეხდაფეხ იოკოძუნა კაკარიუ მიჰყვება.

  • 349
  •  
  •  
  •  
  •