საბერძნეთმა საქართველოს ექვსი მოქალაქე გამოადეპორტა

2019 წელს, საბერძნეთიდან 15 ქართველი უკვე გამოაძევეს

საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნიდან რამდენიმე უცხოელი გააძევა, მათ შორის, საქართველოს 6 მოქალაქეა.

ისინი ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისში სპეციალური რეისით გაამგზავრეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

დანარჩენი დეპორტირებული პირები პაკისტანელები არიან, რომლებიც ისლამაბადში გაამგზავრეს.

ეს საბერძნეთიდან ქართველების გამოძევების პირველი შემთხვევა არ არის. წელს, ქვეყნის ტერიტორია 15 არალეგალ ქართველს დაატოვებინეს.

2018 წელს საბერძნეთის მთავრობამ საქართველოში, ჯამში, 26 ქართველი დააბრუნა.

წყარო: https://georgians.gr

  • 3
  •  
  •  
  •  
  •