ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ექვსიდან ექვსი შეხვედრა მოიგო

წლის მესამე სუპერტურნირზე კვლავ შეუჩერებელია ლევან გორგაძე.

სეკივაკე ტოჩინოშინმა, ნაცუ ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღეს, სეკივაკე იჩინოჯო დაამარცხა და ბალანსი 6:0-ზე გაუხდა. ქართველი გოლიათი ტურნირის ლიდერია და ტიტულის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, მას იოკოძუნა კაკარიუ მიჰყვება კვალდაკვალ.

იმისთვის, რომ ოძეკის ტიტული დაიბრუნოს, ლევან გორგაძემ დარჩენილი 9 შეხვედრიდან კიდევ ოთხი უნდა მოიგოს.

ხვალ ქართველი აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა კოტოშოგიკუს შეერკინება, რომლიც ტოჩინოშინისთვის ძალიან უხერხული მეტოქეა.

  • 243
  •  
  •  
  •  
  •