ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ტალახაძეს ქობულეთში დააჯილდოებს

მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა

20 მაისს, ქობულეთში, ძალოსნობის მსოფლიო ფედერაცია 2018 წლის საუკეთესო ძალოსან მამაკაცსა და ქალს დააჯილდოებს.

ღონისძიებას საქართველო, უკვე მეორე წელია, მასპინძლობს. გასული წლისგან განსხვავებით, ამ ცერემონიალს ქობულეთი უმასპინძლებს, 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების ჯილდოებს კი, კვლავ ქართველი გოლიათი, უძლეველი ლაშა ტალახაძე და ესპანელი, ლიდია ვალენტინი მიიღებენ.

ლაშა ტალახაძე ამ ჯილდოს ზედიზედ მეორედ მიიღებს, ესპანელისთვის კი ეს მესამე ტიტული იქნება.

ღონისძიებას საქართველოს სპორტული საზოგადოება, მთავრობის წევრები, მსოფლიოსა (IWF) და ევროპის (EWF) ხელმძღვანელები დაესწრებიან.

ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციამ საუკეთესოების გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა და თებერვალში გაირკვა, ვინ გახდებოდა წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდოს მფლობელი.

ღონისძიება 18:30 საათზე დაიწყება.

  • 27
  •  
  •  
  •  
  •