ხუთიდან ხუთი მოგება – ტოჩინოშინს ნაცუ ბაშოზე ვერ აჩერებენ

ნაცუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეს ქართველი ტოჩინოშინი კვლავ დაუმარცხებელი და შეუჩერებელია.

ლევან გორგაძემ, მეხუთე შეხვედრაში პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის სძლია და მასთან პირადი ბალანსიც 3:3-ზე გაიხადა.

გაზაფხულის სუპერტურნირის ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ქართველი სეკივაკეა, რომელსაც ხუთი გამარჯვება სჭირდება კიდევ იმისთვის, რომ ოძეკის ტიტული დაიბრუნოს.

ხვალ ტოჩინოშინი სეკივაკე იჩინოჯოს შეერკინება, რომელთანაც 19 დაპირისპირებიდან 14 მოგებული აქვს.

  • 166
  •  
  •  
  •  
  •