რომის მასტერსი: ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფა ნადალის წინააღმდეგ

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 1000-იანი მასტერსის 1/8  ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მეორე ჩოგანს, ესპანელ რაფა ნადალს დაუპირისპირდება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანელმა ჩოგბურთელმა ჩარდი, იოლად, ორ სეტში – 0:6, 1:6 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მერვედფინალის საგზური სერბ დიერესთან ორთაბრძოლაში მოიპოვა.

ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელები ერთმანეთს კარიერაში მესამედ შეხვდებიან. პირველად, როლან გაროსზე, ნადალმა ბასილაშვილი 6:0, 6:1, 6:0 გაანადგურა, გასულ წელს კი, ამერიკის ღია პირველობაზე, მათი დაპირისპირება 3 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა და ბასილაშვილმა ნადალს სეტი მოუგო. იმ დაპირისპირების შემდეგ, ნადალმა ქართველის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ახლა ბასილაშვილი მსოფლიო კვალიფიკაციაში მე-18 პოზიციას იკავებს და საკმაოდ კარგ ფორმაშია.

ნადალს თავისი მატჩი გუშინ უნდა ჩაეტარებინა, თუმცა შეხვედრა დღეს გადმოიტანეს, ეს დაპირისპირებაც დღეს, თბილისის დროით, 21:30 საათზე დაიწყება.

  • 116
  •  
  •  
  •  
  •