ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე დაუმარცხებელია

ქართველი ტოჩინოშინი, ლევან გორგაძე გაზაფხულის სუპერტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს კვლავ დაუმარცხებელია.

ქართველმა გოლიათმა დღეს ტამავაში იორკირით გაიყვანა დოჰიოდან და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ბალანსი კი 4:0-ზე გაუხდა.

იმისთვის, რომ ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს, მას კიდევ 6 გამარჯვება ესაჭიროება.

ხვალ, ლევან გორგაძე აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდება.

  • 152
  •  
  •  
  •  
  •