ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო

ქართველმა ტოჩინოშინმა, ლევამ გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და ბალანსი 3:0-ზე გაუხდა.

გორგაძის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა, ოკინოუმი იყო, რომელსაც აქამდე არც ერთი გამარჯვება არ ჰქონდა აქტივში. ლევანს არ გასჭირვებია მისი დაჯაბნა და სძლია კიდევაც.

ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, ქართველ სეკივაკეს კიდევ 7 მოგება ესაჭიროება.

  • 107
  •  
  •  
  •  
  •