ნაცუ ბაშო ტოჩინოშინმა მოგებით დაიწყო

ლევან გორგაძემ იაპონელი ჩიოტაირიუ დაამარცხა

შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო გაზაფხულის სუპერტურნირი, ნაცუ ბაშო ქართველმა სეკივაკე ტოჩინოშინმა.

ქართველმა ფალავანმა იაპონელი ჩიოტაირიუ მარტივად, იორკირით გაიყვანა დოჰიოდან და პირველი გამარჯვება მიითვალა.

იმისთვის, რომ ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს, მან ნაცუ ბაშოზე მინიმუმ 10 დაპირისპირება უნდა მოიგოს.

  • 35
  •  
  •  
  •  
  •