მაჩალიკაშვილი, ერბოწონაშვილი, კენჭაძე და ოდიკაძე კიევის საერთაშორისო ტურნირზე ოქროსთვის იჭიდავებენ

74 კგ წონით კატეგორიაში, ქართული ფინალი შედგება

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან, მაჩალიკაშვილი, ერბოწონაშვილი, კენჭაძე და ოდიკაძე ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ.

ქართული ფინალი შედგება 74 კგ წონით კატეგორიაში,  სადაც ზურაბ ერბოწონაშვილი და ავთანდილ კენჭაძე შეერკინებიან. დღესვე, ოქროს მედალს შეუტევს ელიზბარ ოდიკაზეც (97 კგ), ლაშა ლომთაძე (57 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ.

ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებიდან, ჩემპიონობისათვის ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ) იბრძოლებს, ხოლო  დავით ბაკურაძე (63 კგ), იური ლომაძე (72 კგ) და გივი თევდორაძე (97 კგ) ბრინჯაოს მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

ფინალური შეხვედრები 19:00 საათიდან დაიწყება.

  • 33
  •  
  •  
  •  
  •