ცნობილი ბრიტანელი მომღერალი Jessie J საქართველოში კონცერტს გამართავს

ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 2019 წლის 6 აგვისტოს, “ბლექ სი არენაზე” კონცერტს გამართავს.

Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა “Price Tag”, “Domino” და “Laserlight” – კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვრა.

2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება ხვალ, 8 მაისს, საღამოს 20:00 საათზე საიტებზე .

ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება.

  • 16
  •  
  •  
  •  
  •