- თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
- ბავშვთა ქალაქ "მზიურში" სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
- ბაღების მართვის სააგენტომ 500 000-მდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეიძინა
- "აჭარა ჯგუფის" ახალი სასტუმრო "Rooms Hotel Kokhta" პირველ სტუმრებს ახალი წლიდან უმასპინძლებს
- ისნის რაიონის გამგებელმა საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარადგინა
ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ევროპის დღეებთან დაკავშირებით, 4 მაისის 24:00 საათიდან 6 მაისის 06:00 საათამდე ევროპის მოედანზე მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
შესაბამისად, 5 მაისს N31, N44, N50, N55, N71, N102 და N80 მუნიციპალური ავტობუსები ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ შემდეგი სქემით იმოძრავებენ: გორგასლის ქუჩიდან სვლას განაგრძობენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან აუხვევენ მშრალი ხიდის მიმართულებით, გაივლიან ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებს, შემდეგ კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ.
3