ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ბილეთების გაყიდვის ლატარეა 9 მაისს დაიწყება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბილეთების გაყიდვის ლატარეა 9 მაისს იწყება.

იაპონიის მოქალაქეებისთვის, ლატარეაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2019 წლის 9 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო მისი შედეგები 20 ივნისს გამოქვეყნდება.

სხვა ქვეყნის მაცხოვრებლებს ბილეთების შეძენა  ავტორიზირებული გადამყიდველების მეშვეობით შეეძლებათ, რომლებიც ბილეთებს 15 ივნისიდან გაყიდიან.

ამასთან, 2020 წლის გაზაფხულიდან უცხოელებისთვის ბილეთების შეძენა შესაძლებელი გახდება ოფიციალური ვებ-გვერდიდანაც.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •