მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა.

ცეცხლი კუვუკლიიდან იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სანახავად, იერუსალიმში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ.

 

  •  
  •  
  •  
  •  
  •