მინსკის ევროპული თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მეორე ევროპულ თამაშებზე, საქართველოს ნაკრების ღირსებას 9 ძიუდოისტი დაიცავს

საქართველოს  ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები მეორე ევროპულ თამაშებზე, მინსკში, 9 ძიუდოისტთით იქნება წარმოდგენილი.

მინსკის თამაშებისთვის ლიცენზიები მოიპოვეს:

-60კგ – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ – ლუკა მაისურაძე
-90კგ – ბექა ღვინიაშვილი
-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ – გურამ თუშიშვილი

საქართველოს ნაკრების ქალი ძიუდოისტები რეიტინგით ვერ მოხვდნენ ევროპულ თამაშებზე. თუ მათზე რეიტინგით წინ მდგომი ძიუდოისტები რაიმე მიზეზით უარს იტყვიან თამაშებში მონაწილეობაზე, მაშინ მონაწილეობის შანსი ქართველ ქალებსაც მიეცემათ.

ბელარუსის დედაქალაქი მინსკი მეორე ევროპულ თამაშებს 21 ივნისიდან 30 ივნისამდე უმასპინძლებს. ძიუდოისტები კი ტატამზე 22-25 ივნისს გამოვლენ.

  • 4
  •  
  •  
  •  
  •