პანკისის ხეობაში ვითარება უმართავია (ვიდეო)

დაპირისპირება ხელახლა მას შემდეგ გამწვავდა, რაც პანკისის ხეობაში შსს-ს დამატებითი ძალები გამოჩნდნენ

პანკისის ხეობაში ამ დროისთვის ვითარება უმართავია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაპირისპირების დროს, კიდევ ერთხელ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები.

ადგილობრივებმა ქვებითა და ხელკეტებით ჩაამსხვრიეს საპოლიციო მანქანები.

არიან დაშავებულები ორივე მხარეს.  სპეცრაზმსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებს ამ წუთებშიც გრძელდება.

პანკისელები “ხადორი 3” ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

ვითარება პანკისის ხეობაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებითი დანაყოფები და სპეცტექნიკა შემოიყვანა.

პოლიციამ აქციის  რამდენიმე მონაწილე დააკავა.

⭕ LIVE👉 პანკისში სპეცრაზმია მობილიზებული👉 საინფორმაციო გამოშვება ლუკა ხაჩიძესთან ერთად

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on კვირა, 21 აპრილი, 2019

  • 70
  •  
  •  
  •  
  •