პანკისის ხეობაში პოლიციამ, დაპირისპირების დროს, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

სამართალდამცავეებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ადგილობრივების ინფორმაციით, 3 მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები. ასევე, ხეობაში გამოჩნდა სპეციალური დანიშნულების საპოლიციო ტექნიკა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, რომლებიც „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის განახლებას ეწინააღმდეგებიან, განუცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. მან ადგილობრივებს მოუწოდა, მოლაპარაკებების მიზნით, გამოყონ რამდენიმე ადამიანი.

  • 5
  •  
  •  
  •  
  •