18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონია

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ესპანეთი 20:10 დაამარცხეს

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონია.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ოქროს მედლებისა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ესპანეთის ნაკრებს 20:10 სძლიეს და ტიტული შეინარჩუნეს.

18-წლამდე მორაგბეები ფინალამდე შთამბეჭდავად მივიდნენ, ჯერ გერმანიის ნაკრები 46:0 დაამარცხეს, შემდეგ კი რუსეთი 64:10 გაანადგურეს.

  • 494
  •  
  •  
  •  
  •