ნათია კაპანაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტიდან გადააყენეს

ნათია კაპანაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტიდან გადააყენეს.

ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოზე, ფარული წილისყრისას, კაპანაძის იმპიჩმენტს მხარი ხუთი წევრიდან ოთხმა დაუჭირა.

იმპიჩმენტამდე, საბჭოს მხოლოდ ერთმა წევრმა, “ნაციონალური მოძრაობის” კვოტით არჩეულმა ბეჟან გობაძემ განაცხადა, რომ ის ნათია კაპანაძის გადადგომას მხარს არ დაუჭერდა.

დირექტორის პოსტიდან ნათია კაპანაძის გადაყენების ინიციატორები საბჭოში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე იყვნენ.

ნათია კაპანაძის განცხადებით, ის საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

  • 4
  •  
  •  
  •  
  •