ნოტრ-დამი დღეს: როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტოები)

ტრაგედიიდან 2 დღის შემდეგ, ექსპერტებს ტაძარში ისევ არ უშვებენ, თუმცა უკვე არსებობს პირველი ფოტოები შემთხვევის ადგილიდან, რომლებიც ცხადყოფს, რამდენად ძლიერად დააზიანა ნოტრ-დამი საშინელმა ხანძარმა. 

ხანძარმა იმდენად სწრაფად მოიცვა სახურავი, რომ მეხანძრეებმა ვერ შეძლეს, მისი გავრცელება შეეჩერებინათ.

 ხანძრის გაჩენიდან 2 საათის შემდეგ, ტაძრის შპილი ჩამოიშალა და დაიფერფლა. 

საფრანგეთის შს მინისტრის მოადგილე ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ შენობის კონსტრუცია, საერთო ჯამში, კარგ მდგომარეობაშია, რამდენიმე “სუსტი ადგილის” გამოკლებით. 

ფოტოზე ჩანს, რომ ხანძარს, სულ მცირე, ერთი ვიტრაჟული ვარდებიანი ფანჯარა და მე-18 საუკუნის ორღანი გადაურჩა. 

გადარჩა ქანდაკებების უმეტესობა, რომლებიც ნოტრ-დამიდან, ხანძრის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე, რეკონსტრუქციისთვის გაიტანეს. 

გადარჩა ძირითადი რელიკვიები და სიწმინდეები, რომლებიც ცეცხლში გახვეული ტაძრიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს.

ფოტოზე ჩანს, რომ ჩამოშლილი კონსტუქციის ნანგრევები საკურთხეველთან ახლოსაა. 

ექსპერტები აცხადებენ, რომ ტაძრის რეკონსტრუქციას, შესაძლოა, ათეულობით წელი დასჭირდეს. 

ეს ფოტო კი ორშაბათს საღამოსაა გადაღებული, მალევე – ხანძრის გაჩენიდან. 

ხანძრის ლიკვიდაცია სამშაბათს, გამთენიას მოხდა. 

 სამშაბათს დილით მეხანძრეებმა ნგრევის მასშტაბების შეფასება დაიწყეს.

 

 ნოტრ-დამი ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ. 

პარიზის პროკურატურამ განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო ჯგუფი 50 სპეციალისტისგან შედგება. 

ფოტოები: REUTERS, GETTY IMAGES, AFP, PA, EPA.

 

 

  • 1
  •  
  •  
  •  
  •