22 წლის შემდეგ, ამსტერდამის “აიაქსი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია

"აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბოლოს 1997 წელს გავიდა

ამსტერდამის “აიაქსი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია.

ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჰოლანდიელებმა სენსაცია კიდევ ერთხელ მოახდინეს და ამჯერად, ტურინის “იუვენტუსს” იტალიაში 1:2 მოუგეს და 22 წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ. ამსტერდამელებმა ეს უკანასკნელად 1997 წელს შეძლეს.

მეორე ნახევარფინალისტი კატალონიის “ბარსელონაა”, რომელმაც მესის დუბლისა და კოუტინიოს გოლით “მანჩესტერ იუნაიტედი” “კამპ ნოუზეც” დაამარცხა. “ბარსელონა” ნახევარფინალში “პორტუ”-“ლივერპულის” წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო “აიაქსი” – “ტოტენჰემისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამარჯვებულს.

ფოტო: UEFA

 

  • 21
  •  
  •  
  •  
  •