ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე(82კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

ოქროს ფინალში, ქართველი ფალავანი დანიელ ბისულტანოვთან 3:4 დამარცხდა და ევროპირელობაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი კონტინენტის პირველობა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ლაშა გობაძის გარდა, ვიცე-ჩემპიონის ტიტულს იაკობ ქაჯაია (130კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს – ლევან ქავჟარაძე (63კგ).

 

 

  • 25
  •  
  •  
  •  
  •  
  •