ძალოსნობის ნაკრების კაპიტანი, ირაკლი თურმანიძე ევროპის ვიცე ჩემპიონია

ოქროს მედლის მფლობელი ლაშა ტალახაძე გახდა

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძალოსნობის ნაკრების კაპიტანმა, ირაკლი თურმანიძემ ვერცხლის მედალი და ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ლაშა ტალახაძის გამოსვლამდე, სამივე მისვლაზე 195, 201 და 206 კგ დააფიქსირა და 206 დაძლეული წონით საუკეთესო მეორე ადგილი აჩვენა ატაცში.

რაც შეეხება ლაშა ტალახაძეს, მან პირველ მისვლაზე 208 კილო დაძლია, მეორეზე კი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 218 კილოგრამი აიტაცა.

სულ მალე, დარჩენილი მედლები აკვრასა და ორჭიდის ჯამში გათამაშდება.

  • 312
  •  
  •  
  •  
  •  
  •