ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედალი მოიპოვა.

ირაკლი ჩხეიძემ 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში 169 კილო აიტაცა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ირაკლი ჩხეიძემ ატაცში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ, აკვრაში იასპარეზა.

სამწუხაროდ, მუხლის ტრავმამ საწყისი ორი მისვლა ჩააგდებინა, მესამე მისვლაზე კი ტკივილს მოერია და 203 კილოგრამი დაძლია. შედეგად ირაკლიმ 96 კილოგრამ წონითი კატეგორიაში 372 კილოგრამს მოუყარა თავი და მეოთხე ადგილი დაიკავა.

დღესვე, ფიცარნაგზე მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი გამოვა. ლაშა ტალახაძის გამოსვლა ევროპირველობაზე 17:30 საათიდან დაიწყება.

  • 48
  •  
  •  
  •  
  •