სამი მსოფლიო რეკორდი და სამი ოქროს მედალი ლაშა ტალახაძისგან

ლაშა ტალახაძემ საკუთარი რეკორდი დაამხო

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ლაშა ტალახაძემ სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, სამი ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში.

ატაცში, ლაშა ტალახაძემ, პირველ მისვლაზე 208 კილოგრამი დაძლია, მეორეზე კი – 218, რითიც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აკვრაში, პირველ მისვლაზე, ქართველმა ფალავანმა 245 კგ დაძლია, მეორეზე კი, აშხაბადში დაძლეული 257 კგ გააუმჯობესა, 260 კილოგრამი დასძლია და აკვრასა და ორჭიდის ჯამშიც, ორი რეკორდი დაამყარა. ორჭიდის ჯამში, ლაშა ტალახაძემ 478 კგ დაძლია.

რაც შეეხება ნაკრების კაპიტან ირაკლი თურმანიძეს, მან ისევ სამივე მისვლა გამოიყენა და 227, 234 და 241 კგ დაძლია, ორჭიდის ჯამში ვერცხლს დაეუფლა, აკვრაში კი – ბრინჯაოს მედალს.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 5 ოქროს, 6 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალით დაასრულა.

 

 

 

  • 1.2K
  •  
  •  
  •  
  •