ქართველებს, 10 000 ევროს სანაცვლოდ, იტალიაში მიგრანტები არალეგალურად ჩაჰყავთ

სირიელი, ქურთი და ერაყელი მიგრანტები იტალიაში არალეგალურად, ქართველების დახმარებით ხვდებიან – სკანდალურ სტატიას იტალიური ყოველკვირეული გამოცემა „L‘Espresso“ ავრცელებს.

სტატიის ავტორის ინფორმაციით, კრიმინალურ საქმიანობაში, ძირითადად, რუსული და ქართული მაფიაა გარეული. კრიმინალურ დაჯგუფებებს მიგრანტები კალაბრიისა და აპულიას რეგიონებში, სტამბულიდან, ძვირადღირებული კატერებით გადაჰყავთ, რომლებიც ამერიკის დროშის ქვეშ ცურავენ.

ჟურნალისტი იუწყება, რომ თითო იახტით, იტალიაში, არალეგალური გზით, 70-ზე მეტი მიგრანტი ჩაჰყავთ, თითოეული მათგანისგან კი სანაცვლოდ 10 000 ევროს იღებენ.

როგორც ცნობილია, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

წყარო: http://espresso.repubblica.it

  • 121
  •  
  •  
  •  
  •