ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ევროპის ჩემპიონი გახდა

ლაშა ტალახაძე ბათუმის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ატაცში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა პირველ მისვლაზე 208 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე კი 218 კილო აწია, რითიც მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მესამე მისვლაზე უარი თქვა.

+109 კგ წონით კატეგორიაში, მეორე ადგილი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ირაკლი თურმანიძეს ერგო, რომელმაც ლაშა ტალახაძის გამოსვლამდე საუკეთესო შედეგი აჩვენა. პირველ მისვლაზე 195 კგ დააფიქსირა, მეორეზე – 201, ხოლო მესამეზე – 206 კგ და ატაცში ვიცე ჩემპიონის ტიტულის და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

 

  • 1.6K
  •  
  •  
  •  
  •