იაკობ ქაჯაია ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ქაჯაიამ ოქროსთვის ფინალი თურქ რიზა კაიასთან 0:3 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების აქტივში 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ბრინჯაო დღეს ლევან ქავჟარაძემ (63კგ) მოიპოვა.

ხვალ, ტურნირის ფინალურ დღეს, მედლისთვის ნაკრების კიდევ ორი წევრი იჭიდავებს.

ლაშა გობაძე (82კგ) ფინალში გავიდა, ხოლო საჩინო დავითაია (67კგ) ბრინჯაოსა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

  • 83
  •  
  •  
  •  
  •