გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარებულ ქართველს სიგარეტის ქურდობისთვის 3 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს

გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარებულ ქართველს, სიგარეტის ქურდობისთვის 3 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

45 წლის ქართველი მამაკაცმა, რომელიც გერმანიის ქალაქ კვედლინბურგში ლტოლვილად არის ჩაბარებული, მაღაზიიდან 245 ევროს ღირებულების 27 კოლოფი სიგარეტი მოიპარა.

ფაქტს თვითმხილველები ჰყავს, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ ჩაიწყო ჟაკეტის ჩიბეებში მამაკაცმა მოპარული სიგარეტები.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველების მოსვლამდე, ქართველი მამაკაცი ადგილზე  დააკავეს, შემდეგ კი ის პოლიციამ დააპატიმრა.

 

  • 121
  •  
  •  
  •  
  •