ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლევან ქავჟარაძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

რუმინეთის დედაქალქ ბუქარესტში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.

63 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს ფინალში, ლევან ქავჟარაძემ პოლონელი ტრაცზი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.

დღესვე, ოქროს მედლისთვის იაკობ ქაჯაია (130კგ) იჭიდავებს, რომლის მეტოქეც თურქი რიზა კაიაა.

ეროვნული გუნდის კიდევ ორი წევრი ხვალ, ტურნირის ფინალურ დღეს ორი მედლისთვის იჭიდავებს. ლაშა გობაძე (82კგ) ფინალში გავიდა, ხოლო საჩინო დავითაია (67კგ) ბრინჯაოსა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

 

  • 142
  •  
  •  
  •  
  •