ძალოსანი რეზი დავითაძე ევროპის რეკორდსმენი და ოქროს მედალოსანია

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა რეზი დავითაძემ ევროპის რეკორდი დაამყარა.

ძალოსანმა 170 კგ დაძლია და 23 წლამდელთა შორის ატაცში ევროპის რეკორდსმენი გახდა.

გარდა ამისა, მან ატაცში ოქროს მედალიც მოიპოვა.

რამდენიმე წუთში, ქართველი სპორტსმენი კიდევ ერთხელ გამოვა ფიცარნაგზე და ძალებს აკვრაში მოსინჯავს.

 

  • 220
  •  
  •  
  •  
  •