ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, – ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება და განცხადებას ავრცელებს.

ტაქსის მძღოლების აქციის გამო, დღეს, 16:30 საათიდან ამაღლებისა და მაყაშვილის ქუჩების მონაკვეთზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

აღნიშნული მიმართულებით, N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124 ავტობუსები დროებით ვერ გადაადგილდებიან.

რაც შეეხება ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომანქანებს, მათ გადაადგილება კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზით შეუძლიათ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • 7
  •  
  •  
  •  
  •