ისტორიული ფოტო – მეცნიერებმა შავი ხვრელის პირველი კადრი გამოაქვეყნეს

ასტრო სენსაცია – მეცნიერებმა მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე შექმნილი შავი ხვრელის ფოტო გამოაქვეყნეს.

ფოტოზე, გალაქტიკა Messier 87-ის ცენტრში არსებული შავ ხვრელი ჩანს, რომლის სიგანეც 40 მილიარდი კილომეტრია.

როგორც იცით, ამ დრომდე არსებული ყველა სურათი ხელოვნურად იყო შექმნილი. ეს კი პირველი ფოტოა, რომელზეც შავი ხვრელი რეალურადაა აღბეჭდილი.

  • 10
  •  
  •  
  •  
  •