მეორე ბრინჯაო ბუქარესტიდან – ელიზბარ ოდიკაძემ ევროპირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა

ელიზბარ ოდიკაძისთვის ეს ბრინჯაო მეხუთე ევროპული მედალია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოდიკაძემ, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, მოლდოველი ნიკოლაი ჩებანი 0:3 დაამარცხა და კარიერაში მეხუთე ევროპული მედალი მოიპოვა.

ოდიკაძის ბრინჯაო საქართველოს ნაკრებისთვის მეორეა. 79კგ წონით კატეგორიაში, ნიკა კენჭაძემ სადებიუტო გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა.

  • 59
  •  
  •  
  •  
  •