ევროპის ჩემპიონატს ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც გამოეთიშა

ოქროს მოპოვების შანსს მხოლოდ ელიზბარ ოდიკაძე ინარჩუნებს

მოულოდნელი შედეგებით დაიწყო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქში.

ბუქარესტში, ევროპირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს, ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსს მხოლოდ ელიზბარ ოდიკაძე (97კგ)  ინარჩუნებს, რომელმაც 1/8 ფინალში ბულგარელ მეტოქეს სძლია და ახლა ნახევარფინალისთვის იჭიდავებს.

65 კგ წონით კატეგორიაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რუს ყუულართან დამარცხდა და რეპეშაჟში გასვლის შანსიც დაკარგა, რადგან რუსმა თავისი მორიგი დაპირისპირება დათმო.

ნიკა კენჭაძეს (79 კგ) სულ მცირე დააკლდა გამოცდილი აზერბაიჯანელის ჯაბრაილ ჰასანოვის დასამარცხებლად, ქართველმა ფალავანმა მინიმალური ანგარიშით 6-7 ბოლო წამებზე დათმო შეხვედრა. კენჭაძეს ბრინჯაოს შანსი რჩება ისევ, რადგან ჰასანოვი ფინალში გასასვლელად ჯერ კიდევ იბრძვის.

კვალიფიკაციაში დამარცხდა ზურა იაკობიაშვილი (70კგ). იაკობიშვილი პარიზის 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მეტოქეს, პოლონეთის სახელით მოასპარეზე გაჯიევს შეხვდა და 0:7 წააგო.

ოთარ გუგავაც (57კგ) პირველივე წრიდან დაემშვიდობა ევროპირველობას.

 

  • 7
  •  
  •  
  •  
  •