ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ნახევარფინალში გავიდა.

1/4 ფინალში, ქართველმა ფალავანმა თურქი იასარლი 0:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ოდიკაძე, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ერთადერთი ქართველი მოჭიდავეა, რომელიც ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ფინალში გასასვლელად ოდიკაძეს ბელარუს ალექსანდრ ჰუშტინს დაეჭიდება.

ფინალური ბლოკი, თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

  • 86
  •  
  •  
  •  
  •