საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 2019 წლის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს

ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთი 21-28 ივლისს უმასპინძლებს

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 2019 წლის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც თბილისში, ოლიმპიკის აუზზე ჩატარდა, 5-დან 4 მატჩი მოიგეს.

გელა ტუკვაძის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა სლოვაკეთი (11:7), ბულგარეთი (18:4), ლიეტუვა(13:5) და აზერბაჯანი (31:2) დაამარცხა. ბოლო შეხვედრაში კი სერბეთთან 6:13 წააგო და D ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რითაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

1. სერბეთი 5 5 0 0 111:19 15

2. საქართველო 5 4 0 1 79:31 12

3. სლოვაკეთი 5 3 0 2 50:40 9

4. ბულგარეთი 5 2 0 3 42:64 6

5. ლიეტუვა 5 1 0 4 50:60 3

6. აზერბაიჯანი 5 0 0 5 8:128 0

2019 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში 15-წლამდელთა შორის 21-28 ივლისს ბულგარეთში ჩატარდება.

  • 66
  •  
  •  
  •  
  •