ოლიმპიურ კომიტეტს ზურა დათუნაშვილისთვის სტიპენდია არ შეუჩერებია

ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილისთვის სტიპენდია არ შეუჩერებია.

ამის შესახებ “რეკორდერს” სეოკ-ში განუცხადეს. როგორც კომიტეტში განმარტავენ, ამ სტიპენდიას ლიცენზიის მაძიებლად მოაზრებული სპორტსმენები 4 თვეში ერთხელ იღებენ. დღევანდელი მდგომარეობით, დათუნაშვილისთვის ეს სტიპენდია შეჩერებული არ არის.

ზურა დათუნაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ მან პასუხი მიიღო ჭიდაობის ფედერაციისგან, რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლებას მას არ მისცემენ და ამასთან, განაცხადა, რომ მას ხელფასი მოეხსნა.

ეს ხელფასი სწორედ ის სტიპენდიაა, რომელსაც ოლიმპიური კომიტეტი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მხოლოდ ორ წევრს – შმაგი ბოლქვაძესა და ზურა დათუნაშვილს უხდის.

თანხის ოდენობა, დაახლოებით, 4 ათას ლარამდეა.

 

  • 108
  •  
  •  
  •  
  •