ლუხუმ ჩხვიმიანმა თბილისის ძიუდოს გრან პრი ზედიზედ მესამედ მოიგო

თბილისის გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოს გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

-60კგ წონით კატეგორიაში, თბილისის გრან პრი ზედიზედ მესამედ მოიგო ლუხუმ ჩხვიმიანმა, რომელმაც ფინალში ფრანგი ვალიდე ხიარი დაამარცხა.

ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ჯაბა პაპინაშვილმა.

-66კგ წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედალს დაეუფლა გიორგი თუთაშვილი, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი ბაგრატ ნინიაშვილმა გახდა.

  • 76
  •  
  •  
  •  
  •