პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდებას მიანიჭებს

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველ მოადგილეს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდება მიენიჭება.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლოზ ჯანჯღავას ნატო საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში პირადად გააცნო და “ნატო-საქართველოს სწავლება 2019”-ის უპრეცენდენტო წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, გენერლის წოდება ნიკოლოზ ჯანჯღავას წარმატებული სამხედრო კარიერის და „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის წარმატებით ჩატარებისთვის მიენიჭება.

პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა 2016 წლიდან საქართველოს თავადაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილეა. ნიკოლოზ ჯანჯღავას სამხედრო განათლება მიღებული აქვს აშშ-ში.

ჯანჯღავა  2001 – 2002 წლებში აშშ-ის არმიის სამეთაურო და გენერალური შტაბის კოლეჯში სწავლობდა.

2011 – 2012 წლებში ჯანჯღავა ასევე სწავლობდა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის არმიის კოლეჯში, ხოლო 2014 წელს- აშშ-ის არმიის გენერალური ინსპექციის სკოლაში.

 

  • 92
  •  
  •  
  •  
  •