თამარ ხულორდავა: საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ის გახდება ევროკავშირის წევრი

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა მუშაობა დაასრულა

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუშაობას აფასებს.
ხულორდავას განცხადებით, კომიტეტმა მიიღო ერთობლივი განცხადება, რომლის ძირითად გზავნილებად გამოიკვეთა შემდეგი:
• საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ის გახდება ევროკავშირის წევრი;
• საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებას, ახორციელებს საჭირო საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს;
• პარლამენტი უზრუნველყოფს ეფექტიან საპარლამენტო კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე;
• აქტიურად ვითარდება სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან;
• ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და კავშირების განვითარებაში და აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში;
• ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია. ევროპარლამენტი გმობს რუსეთის აგრესიას, მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკას და აცხადებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ აქვს.

  • 20
  •  
  •  
  •  
  •