- ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს
- თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
- დასაქმების ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა
- გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში TANAP-ის პროექტი გახსნა
- კახეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები 6 დეკემბერს დასრულდება
გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია განხორციელდება

როგორც “რეკორდერს” ფრონტექსის წარმომადგენელმა, ირმა ცირამუამ აცნობა, ლაინერი, რომლითაც ქართველებს გერმანიიდან დააბრუნებენ, თბილისის აეროპორტში დღეს საღამოს დაჯდება.
50-მდე მოქალაქის დეპორტი დიუსელდორფიდან სპეცრეისით მოხდება. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია პერიოდულად ხორციელდება.
ცოტა ხნის წინ, უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს 11 მოქალაქე გამოაძევეს. მანამდე კი, გერმანიიდან საქართველოში ლტოლვილის სტატუსის არაერთი მაძიებელი გამოუშვეს.
როგორც ცნობილია, გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხს განიხილავს. შესაბამისად, თავშესაფარზე ქართველებს უარს ეუბნებიან და სწრაფი წესით, მათ დეპორტაციას ახორციელებენ.
793