Breaking News: ტერაქტის საშიშროების გამო, გერმანიის 6 ქალაქში სამთავრობო შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა

პოლიცია მოქალაქეებს ამ ქალაქების ცენტრებში გამოსვლისგან თავის შეკავებას ურჩევს

ტერაქტის საშიშორების გამო, გერმანიის 6 ქალაქში გამგეობები დახურეს.

აუგსბურგის, კაიზერლაუტერნის, ქემნიცის, გოტინგენის, ნოიკირხენისა და რენდსბურგის მთავრობის სახლებიდან თანამშრომლების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. მიმდებარე ტერიტორიები დაატოვებინეს რესტორნების ბარებისა და სხვა უწყებების თანამშრომლებსაც.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ქალაქების გამგეობებში, ცოტა ხნის წინ, საფოსტო შეტყობინებები გაიგზავნა, რომელებიც უახლოეს პერიოდში შენობების აფეთქებას იუწყებოდნენ.

ამ დროისთვის, ქალაქების ცენტრებიდან მოქალაქეების სრული ევაკუაციაა მოხდა. ადგილებზე სპეცდანაყოფებია მობილიზებული, ტერიტორიები მეძებარი ძაღლებითა და შესაბამისი ტექნიკით მოწმდება.

პოლიცია აღნიშნული ქალაქების ცენტრებში მოქალაქეებს გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

  • 139
  •  
  •  
  •  
  •